"ყვლას გთხოვთ, დღეს 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, შევიკრიბოთ თავდაცვის სამინისტროსთან და მოვითხოვოთ ანტისახელმწიფოებრივი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და მანამ არ გავჩერდეთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. მისი ეს განცხადება არის სერიოზული ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსისთვის! და რა თქმა უნდა უაღრესად შეურაცხმყოფელი დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისთვის!,"-წერენ სტუდენტები.
"თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები






