შეუძლებელია ამ განცხადების გამკეთებელი სამინისტრო იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახე და უსაფრთხოების გარანტი
პოლიტიკა - 22:15, 20 Dec, 2014     3586
თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება ,,ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია.

,,სამწუხაროდ, უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლაში გმირულად დაეცა ქართველი ახალგაზრდა ალექსანდრე გრიგოლაშვილი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და მთლიანად საქართველოს.

მაგრამ, დიდ ტკივილთან ერთად გეუფლება სიამაყის გრძნობა და მომავლის იმედი, რომ ქვეყანამ, რომელმაც ასეთი შვილები გაზარდა დამარცხება არ უწერია.

ამ ვითარებაში გამაოგნებელი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ თურმე უკრაინაში რაც ხდება, საქართველოს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებია და მეტი არაფერი, ხოლო ქართველების მხრიდან უკრაინელების მხარდაჭერა და მათთან ერთად ბრძოლა საერთო მტრის რუსეთის წინააღმდეგ - პროვოკაცია.

ჩვენ გვახსენდება პოლონეთის თავისუფლებისათვის თავდადებული ვალერიან თევზაძე და სხვა ქართველი ოფიცრები. ჩვენ გვახსენდება საფრანგეთის სიამაყე, როგორც თვითონ ფრანგები უწოდებენ დიმიტრი ამილახვარი და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სხვა ქართველი მეომრები. ყველა ამ ქართველს სამართლიანად უწოდებდნენ ორი ერის გმირებს, თავისუფლების ჯვაროსნებს, რადგან წარსულში პოლონეთსა და საფრანგეთში, დღეს უკრაინაში ქართველები ამ ქვეყნებთან ერთად საკუთარი სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას იცავდნენ და იცავენ.

შეუძლებელია ასეთი განცხადების გამკეთებელი სამინისტრო იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახე, მითუმეტეს მისი უსაფრთხოების გარანტი.

პიროვნებებს რომელთაც არ ესმით რა არის სამხედრო ღირსება, თავისუფლება, ერთობლივი ძალისხმევა საერთო მტერთან ბრძოლაში, არ აქვთ არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება მართავდნენ ისეთ მნიშვნელოვან უწყებას, როგორიც თავდაცვის სამინისტროა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42