საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ მასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინს მის მიმართ ობსესია ჭირს
"პუტინს რომ ჩემზე ობსესია ჭირს ეს ყველამ გაიგო, მაგრამ ჩემში არ არის პიროვნულად საქმე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამას წინათ ერთ-ერთი მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატი მიყვებოდა, რომ ის ჩასული იყო პუტინთან . საუბარი იყო უკრაინის თემაზე და მოიტანეს ხაჭაპური, პუტინმა ხაჭაპურის დანახვაზე უცებ წამოიწყო საუბარი ჩემზე, ამ საუბარს მიუძღვნა ძალიან ვრცელი ტირადა, რომელმაც დაიკავა შეხვედრის ვრცელი ნაწილი, სტუმრები გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს, რომ რა შუაშია სააკაშვილი აქ საერთოდო, რომელიც არც პრეზიდენტია და არც ამ თემასთანაა კავშირშიო, ბოლოს პუტინმა ყველაფერ ამას მოაყოლა, რომ თუ პოროშენკო ჭკუით არ იქნება დაამთავრებს ისე, როგორც სააკაშვილი . "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "კურიერი" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






