„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებით სახალხო დღესასწაულ „ეგრისობაზე“, სენაკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლა 64 ათასი ლარი დაჯდა.
ნადირაშვილმა ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახალხო დღესასწაულ „ეგრისობის“ ვიდეოგადაღების უზრუნველსაყოფად გამოიყო 4 ათასი ლარი.
„იგივე დღესასწაულის სარეჟისორო მომსახურება 12 ათასი ლარი დაჯდა და კიდევ მეორე რეჟისორი აიყვანეს, რომელსაც გადაუხადის 9 ათასი ლარი“, - ამბობს ნადირაშვილი.
მისივე თქმით, ამავე დღესასწაულზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა დაჯდა 7 ათასი ლარი. რესტორანი და საზოგადოებრივი კვების მომსახურება 180 პერსონაზე კი - 8 250 ლარი.
„ერთი ჩასვლა ირაკლი ღარიბაშვილის სენაკში ამ რაიონს 64 ათასი ლარი დაუჯდა“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
მისივე თქმით, "ქვეყანაში შექნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პრემიერი თავს არ უნდა აძლევდეს უფლებას მისი ვიზიტები საქართველოს რეგიონებს ათასობით ლარი უჯდებოდეს."
მასალის გამოყენების პირობები






