საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების რუსეთში სტუმრობას მიესალმება.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს ის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრის მომხრე არ არის.
როგორც ბერუჩაშვილმა „იმედის“ ეთერში ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, შეხვედრის ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია.
„საერთოდ, გეოგრაფიას, როგორც სიმბოლოს, მნიშვნელობა აქვს. ძალიან უხერხულად მეჩვენება პუტინის განცხადება, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ მან გეოგრაფია დააკონკრეტა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, ჩამოვყალიბდეთ. შეხვედრა შეხვედრისთვის ამოცანა ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ამასთან, კითხვზე - მიესალმება თუ თუ არა ასეთი შეხვედრის შესაძლებობას მოსკოვში, მინისტრი პასუხობს, რომ „მოსკოვში ნამდვილად არა“.
მასალის გამოყენების პირობები






