"საქართველოს მთავრობაში ქართველი ხალხის მოტყუებით მოკალათებულო ბატონებო: ოლიგარქი პატრონის დავალებით თქვენ ყველა მიმართულებით დგამთ საქართველოსთვის საზიანო კონკრეტულ ნაბიჯებს, ეწევით სამშობლოს ინტერესთა მიზანმიმართულ დათმობას მტრის სასარგებლოდ, ცდილობთ, საზოგადოებაში დანერგოთ კაპიტულიანტური, მონური განწყობილება და ამისთვის სამშობლოს მტერთან ომში დაღუპული გმირების ხსოვნის აბუჩად აგდებასაც არ ერიდებით. ყოველივე ეს მაძლევს აბსოლუტურ საფუძველს, საქართველოს მოღალატეები გიწოდოთ, დადასტურებულად ვამტკიცო, რომ ივანიშვილი სისხლიან კაპიტალს საქართველოს მტრისთვის ჩაბარების სანაცვლოდ ინარჩუნებს და პირობა მოგცეთ, რომ თქვენ ქართველი ხალხის ერთიანი დემოკრატიული ძალისხმევით უცილობლად იქნებით ჩამოცილებული ქვეყნის მართვას, პასუხს აგებთ სამშობლოს მიმართ ჩადენილი დანაშაულებებისთვის და ამ პასუხისმგებლობისაგან უსინდისო ფულის ტომარას ვერანაირი მილიარდები ვერ იხსნის. სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნა კი სამარადჟამოდ იქნება ქართველთა გულებში."-წერს გივი თარგამაძე.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ ქართველი მებრძოლის დაღუპვაში პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა:
" ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში."-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






