"ერთად უნდა მოვითხოვოთ სამარცხვინო თავდაცვის მინისტრის გადადგომა წარმოუდგენლად მდაბალი განცხადებისა და ქართველი სამხედროებისათვის შურაცხმყოფელი საქციელისთვის! პუტინის გამმართლებელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, ეს ღირსების საკითხია!"- წერს მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ ქართველი მებრძოლის დაღუპვაში პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა:
" ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში."-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






