უკრაინული მედია საშუალების kiev-online-ის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებისას აქტიურად იყენებს სამხედრო ნაწილებს, რომელბიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავს განთავსებული.
18 დეკემბერს. უკრაინის საზღვართან, როსტოვის ოლქში, გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს რეაქტიული არტილერიის “Град”-ის ქვედანაყოფი, 7-ე N09332 საოკუოპაციო ბაზიდან, რომელიც გუდაუთაშია დისლოცირებული.
ფოტომასალისა და მასზე განთავსებული კომენტარების შედეგად ირკვევა, რომ ეს ნაწილი უკვე თვეებია ამ ტერიტორიაზე იმყოფება და ბომბავს აღმოსავლეთ უკრაინის სასაზღვრო რეგიონებს.
ამავე გამოცემის ცნობით, ეს არა არის პირველი შემთხვევა - აგვისტოში იმავე როსტოვის ოლქში დაფიქსირებულია იმავე საოკუპაციო ბაზის БТР-ების კოლონა.
სექტემბერში პრესა იუწყებოდა, რომ დონბასში მოკლულია საკონტრაქტო მოსამსახურე ტერეხოვი, რომელიც მსახურობდა სამხედრო ნაწილ 09332-ში. ოქტომბრის დასაწყისში შემჩნეულ იქნა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “Акация”, რომელიც იმავე 7-ე სამხედრო ნაწილიდან იყო. მისი მეშვეობითაც ხდებოდა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა.
ამავე 7-ე სამხედრო ბაზიდან უკრაინის საზღვრის მახლობლად იმყოფებოდა სამედიცინო როტა.

აღსანიშნავია, რომ ეს ბაზა გუდაუთაში ჩამოყალიბებულია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წინ და შეიცავს სახმელეთო ნაწილებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს (“С-300″) და საავიაციო შემადგენლობებს ბობმბორა/ბაბუშერას აეროდრომზე.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მსახურობენ თუ არა ამ ქვედანაყოფებში ეთნიკური აფხაზები.

მასალის გამოყენების პირობები






