,,პირველ რიგში მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი დაღუპული გმირის, ქართველი მებრძოლის ოჯახსს, მინდა სამძიმარი ვუთხრა მთელ საქართველოს, რადგან საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაკარგა კიდევ ერთი გმირი, იმ საოკუპაციო ჯარებთან, რომელიც პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ არიან გამოგზავნილ და რომელმაც 2008 წელს მოკლა ასობით ქართველი მებრძოლი და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არის უკრაინაში, ჩვენი ჯარისკაცები იცავენ საქართველოს ინტერესებს ასევე ავღანეთში, აფრიკაში და ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც არის მთელი დემოკრატიული მსოფლიო, რადგან ამ ბიჭებს კარგად ესმით, რომ ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხდება საქართველოს ტერიროტრიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ, ისინი აკეთებენ ქართულ საქმეს.
ძალიან სამწუხარო განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ გარდა იმ ემოციებისა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს უკრაინასთან, გარდა იმ მხარდაჭერისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს, არსებობს კიდევ სახელმწიფოებრივი ინტერესები და უკრიანა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის იმედიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს, როცა ისინი ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ და რომლის იმედი გვაქვს დღესაც.
ეს იყო ძალიან მძიმე განცხადება და ბუნებრივია, ზეგავლენას მოახდენს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე. ყველა ქართველს ახსოვს, თუ როგორ იდგნენ ჩვენს გვერდით 2008 წელს უკრიანელები, მათ შორის იარაღით ხელში. მათი პრეზიდენტი კი იდგა რუსთაველზე და მისი აქ ყოფნით იცავდა თბილისს დაბომვისგან. გაიხსენონ თბილისელებმა ის დღეები, როცა მსოფლიო ლიდერებთან ერთად იდგა აქ უკრაინის ლიდერი და იცავდა თბილისს იმ ტერორისტებისგან, რომლებიც დღეს კლავენ უკრიანელებს. გარდა ამ ემოციური მომენტისა, არსებობს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ამ განცხადებით, სამწუხაროდ დიდი ზიანი მიადგება ქართლ -უკრაინულ ურთიერთობებს და არ შეიძლება რომ ეს ვინმეს უხაროდეს“, - აცხადებს შაშკინი.
რამდენად არის მორალურად გამართლებული როცა თავდაცვის უწყება თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ იბრძოლონს მეგობარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად, დიმიტრი შაშკინის თქმით, თავდაცვის უწყების მხრიდან გაკეთებული განცხადება გაუგებარია თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეს ადამიანები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, არამედ ისინი არიან რიგითი მოქალაქეები.
,,ისინი არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, რა თქმა უნდა, ასეთი დროს ეს იქნებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ღია მონაწილეობა... ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და რა შუაშია თავდაცვის სამინისტრო და რატომ აძლევს თავის თავს უფლებას, ზიანი მიაყენოს ქართულ -უკრაინულ ურთიერთობებს? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, და ეს საერთოდ არ არის თავდაცვსი სამინსიტროს კომპეტეცია. ამ განცხადებას საკმაოდ რთული შედეგები მოჰყვება იმ რთულ ფონზე, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, ისედაც არსებობს საქართველოსა და უკრიანას შორის“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






