ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
თავისი უტიფრობით და საქართველოს თავდაცვისათვის მოტანილი ზიანით "მინისტრ" მინდია ჯანელიძის ეს განცხადება "მინისტრ" მიხეილ გიორგაძის საყდრისის მიმართ ჩადენილი უტიფრობისა და ზიანის ტოლფასია.
არც ვიცი, რა უნდა ვქნათ: სჯობს ეს ყველა ჯარისკაცმა წაიკითხოს თუ, პირიქით, იქნებ როგორმე დავუმალოთ მათ.
ნაწყვეტი თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებიდან.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას“...
მასალის გამოყენების პირობები






