მარიუპოლში მებრძოლი დავით მაკიშვილი "რუსთავი2"-თან კომენტარს აკეთებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც სამინისტრომ უკრაინაში გარდაცვლილ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.
"რა ვთქვა, არ ვიცი. რა გიწოდოთ? რით ვერ შეიგნეთ, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ბრძოლაცაა. რით ვერ გაითავისეთ ის, რომ რუსეთი მტერია, დაუძინებელი მტერი საქართველოსი. როგორ დაგარწმუნოთ იმაში, რომ, თუ აქ უკრაინაში გაიმარჯვა რუსეთმა, შემდეგი საქართველოა. ნუთუ ასე არ გიყვართ სამშობლო, რომ ამ ღირსეული მამულიშვილების წილხვედრ ბედს შეცდომაში შეყვანას ეძახით? ჩვენ ხომ საქართველოს ვიცავთ და საქართველოს მომავალს შეეწირა ალექსანდრე გრიგოლაშვილიც," - ამბობს დავით მაკიშვილი და ხელისუფლებას მიმართავას, "მადლობა მოუხადეთ ამ გმირ ვაჟკაცს, რომ თქვენ ნამუსგარეცხილ ღირსებას იცავდა".
მასალის გამოყენების პირობები






