,,თინააა, დაჯექი, გაგიყვანთ"... ,,არ ვემდური არაფერს ვუაბშე“ - თინა მახარაძის ღამის თავგადასავალი
სოც.მედია - 18:03, 20 Dec, 2014     6233

მსახიობი თინა მახარაძე, ფეისბუქ გვერდზე საკუთარი თავგადასავალის შესახებ წერს, რომელიც ღამის კლუბიდან გამოსულს გადახდა.


"გალერიდან გამოვბანცალდი.ღამენათევი და ნამთვრალევი.ფეხებთან მომიჩერდა თეთრი ტოიოტა რაღაც:(მე უფრო- უკარო ტრანსპორტიიი. ან საზ.) -"თინააა,დაჯექი,ჩვენ გაგიყვანთ". (ესეთ დროს გრიშაშვილი,ტერენტი გრანელი და გალიკ' ერთად მგონია ხოლმე თავი)ისედაც გლდანში მომავალისთვის დილის 6 საათზე და მითუმეტეს ჩემსავით დამპალი თავგადასავლების მაძიებელისთვის კარგი წინადადებაა.არ ვემდური არაფერს ვუაბშე.

თავპატიჟი აღარ გამოვიდე.დავჯექი.გოგოა საჭესთან-ქერად შეღებილი მოკლე თმით,მელირებაც რომ ილანდება ბუნდოვნად,ნაცრისფერი თბილი კაპიუშონით და მკვეთრად სქელი ტუჩებით.იბერო-კავკასიური სთრით სთაილ არალი პრობლემა. ბიჭია-ბიჭია რა. ეგეთ გოგოს რომ უნდა ახლდეს,ისეთი.

მოკლე დიალოგი-გავიარეთ.ჩართეს მუსიკა.ირაკლი ჩარკვიანი.ვახ-მეთქი,ვფიქრობ და ვყანყალებ,ვეღვენთები დაორთქლილ მინას,დავიწყო ახლა ეგრე საღერღელაშლილმა ლაპარაკი ამ კაცის მნიშვნელობაზე,რომ უბრალო'თ კარგი მელოდია მარჯვენა სანაპიროზე,ღამის პეიზაჟს რომ კიდევ უფრო ფანტასმაგორიულს ხდის კი არა,კაცი,როგორც რომ მხედრული დამწერლობა-მთელი ჩვენი ეროვნული იდენტობა-სულყოფილიც და სრულყოფილი და ა.შ. და ა.შ. თუ -იჯექი,გოგო,ჩუმად! და ამ დროს,თითქოს ზეციდან პასუხად, ირაკლი ჩარკვიანს აი, ეგრე თამამად მოსდევს "ქუჩის ბიჭები" და ნინი ქარსელაძე. ვახ. მერე რო წავიდა,სულ ტექნოები იყო ლამაზ-ლამაზად.

და აი,მანდ გავისიგრძეგანე ქეთი დევდარიანის ეგეთი ვითომ მარტივი(არაფერი შეგეშალოთ),ზუუუუსტი სიტყვათა შეთანხმება: "ეკლექტური საქართველო". რავი,მეგობრებო. თქვენ კარგად იყავით.წმინდა წყლის არა,მაგრამ ერთგვარი ანთროპოლოგიური მიმოხილვა,მეტი არაფერი.მადლობელი გოგო ამ გოგო-ბიჭს. კარგის მეტი რა მეთქმის,მე თუ ღრჯო და უზნეო არ ვარ." წერს თინა მახარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42