ან საყდრისი, ან ხელფასები - რას სთავაზობს ღარიბაშვილი საზოგადოებას და რას აბრალებს სააკაშვილს?
პოლიტიკა - 17:32, 20 Dec, 2014     4636

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საყდრისთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი თქმით, საყდრისი ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია.


"მინდა, მოკლე შესავალი გავაკეთო რა იყო მანამდე. ერთი წლის წინ ამაზე დაიწყო აქტიური საუბარი. პირადად მქონდა შეხვედრები მეცნიერებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის დასკვნაც ვიხილეთ, რომლის თანახმად ეს არის სტერილური არქეოლოგიური ობიექტი და არავითარი კულტურული ღირებულება მას არ ჰქონდა. ამის საფუძველზე ყოფილმა მინისტრმა ოდიშარიამ მიიღო გადაწყვეტილება, მართალია პროცედურის დარღვევით, მაგრამ ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ძეგლის სტატუსი ამ ობიექტმა 2006 წელს მიიღო და მას შემდეგ, რაც ოდიშარიამ მას მოხსნა ძეგლის სტატუსი, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე დააკმაყოფილა ეს მიმართვა, დაეთანხმა მას და სააკაშვილმა მოხსნა ძეგლის სტატუსი. ასე რომ, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ამ მართლაც გაუგებარი ადამიანების, ოპონენტების და სააკაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები, რომელიც იყო ამ აქტის ხელმომწერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით ბრალდებები მთავრობის მიმართ, რომ ის კულტურულ ძეგლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს უსაფუძვლოა, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, რეაბილიტაცია 120-ზე მეტ კულტურულ ძეგლს ჩაუტარდა, 100-ზე მეტი ძეგლი იქნა რეაბილიტირებული "ქართუ ფონდის" დაფინანსებით, დაახლოებით 50 არქეოლოგიური ობიექტი იქნა გათხრილი.


"ასე რომ, ბრალდება, თითქოს მთავრობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს კულტურულ ძეგლებს და არქეოლოგიურ ობიექტებს, არის ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო. მინდა საზოგადოებას მივმართო, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. დაიდო დასკვნა, რომ ეს არის არქეოლოგიური ობიექტი და მას არავითარი ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. ჩვენს წინაშეა ორი მოცემულობა - ერთი მხრივ არის კომპანია, რომელიც არის პრაქტიკულად დახურვის პირას, ამ კომპანიაში მუშაობს 3 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ ამდენი ოჯახი იღებს ხელფასს. 2012 წელს კომპანიის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენდა 35 მილიონ ლარს, 2013 წელს 41 მილიონ ლარს და 2014 წელს, სულ რაღაც ნახევარი მილიონი ლარი იქნა გაცემული, რადგან კომპანია გაკოტრების პირას არის მისული. ჩვენ ამ ინვესტორებთან შეხება არ გვაქვს, ეს მოხდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, მაშინ შემოვიდნენ ისინი და 300-400 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს საქართველოში. ჩვენ გვაქვს არჩევანი, 3 ათასი ოჯახი დარჩეს დასაქმების და ხელფასების გარეშე, თუ არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის საფუძველზე სტერილური ობიექტია? რომელი გვირჩევნია? არ მახსოვს, წლების განმავლობაში ვინმეს ეხსენებინოს საყდრისი-ყაჩაღიანი", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით ინტერესი ვიწრო ჯგუფს გააჩნია, რომელსაც ერთი მილიონი ევროს ოდენობით გრანტი ჰქონდა მოძიებული და არქეოლოგიური გათხრების გასაგრძელებლად დამატებით კიდევ ელოდებოდნენ გრანტს,

"ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი ორ სიკეთეს შორის. აქეთ არის, 3 ათასი ოჯახის შენახვა და კეთილდღეობა და მეორე მხრივ, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი. მივმართავ საზოგადოებას, რომელი გვირჩევნია, გადავარჩინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კამპანიაზე, თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს ობიექტი. "არემჯი" ჩემი ინფორმაციით, 80%-ით ფარავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯებს, სახელმწიფოს აქვს მინიმალური დანახარჯები მუნიციპალიტეტის შენახვაში და წელს უკვე ჩვენ გავიღეთ 9 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ შეგვენახა მუნიციპალიტეტი, რადგან ხელფასების გაცემის რისკიც კი არსებობდა. "არემჯი" მზად არის, ობიექტზე მოძიებული არტეფაქტები ბოლნისში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მუზეუმში გადაიტანოს, რომელსაც, თავად ააშენებს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ისე არ უნდა მოხდეს, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. მინდა მივმართო საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მოვუწოდებ, შეხვდნენ ამ სამი ათას ოჯახს, ბოლნისის მოსახლეობას გაესაუბრონ და გაარკვიონ მეორე მხარეს არსებული სიმართლე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42