საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებოდა, თუმცა ის დაბრუნების საფუძველს ვერ ხედავს.
„ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაზეთებში უამრავი სპეკულაცია მიმდინარეობს. რეალურად ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს“.- აცხადებს ღარიბაშვილი.
"ბიძინა ივანიშვილს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, როდესაც მან გადაწყვიტა, პოლიტიკიდან წასულიყო განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში , დაბრუნდებოდა, მაგრამ ამის საჭიროება დღეს ალბათ, არ არის.ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაზეთებში უამრავი სპეკულაცია მიმდინარეობს. რეალურად ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს. ასე, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. მეც თავის დროზე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თვლიდა, რომ ის არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ ეს იყო მისი არჩევანი, მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანი ვართ მისი გუნდი, მისი კურსის გამგრძელებლები და რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






