დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის დღეა
პოლიტიკა - 12:19, 20 Dec, 2014     726

იუბილეს აღსანიშნავად გვარდიელები და მიწვეული სტუმრები ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეიკრიბნენ.

გვარდიელებს იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლისას გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გვარდიელებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, ქართულ არმიაში გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვედანაყოფის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

ლევან ღირსიაშვილმა პირად შემადგენლობას, თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის სახელით, იუბილე მიულოცა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეროვნული გვარდიის განვითარებაა. მინისტრის მოადგილე რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის დახვეწისა და დასავლურ სტანდარტებთან გათანაბრების საკითხსაც შეეხო.

საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნაში მიღწეული წარმატებისათვის სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. მე-20 და მე-10 კადრირებული ბრიგადების მეთაურებს, პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილსა და ვიცე-პოლკოვნიკ დავით ფოფხაძეს საშტატო იარაღები - შაშხანები გადაეცათ.

დღესვე, 130 გვარდიელი სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლით - ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გენერალი მაზნიაშვილი“, ,,სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოვდა. ეროვნული გვარდიის 108 წარმომადგენელს გენერალური შტაბის უფროსის სახელით მადლობა გამოეცხადა.
საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ჩოხოსნებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს. პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. მამა დავითმა ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა დალოცა.

ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42