აქ არ ვსაუბრობთ, როგორ ჩავბარდეთ რუსეთს... აქ პოლიტიკოსების განლაგებაც ლოგიკურია - რა ხდებოდა პრეზიდენტთან
პოლიტიკა - 00:17, 20 Dec, 2014     3553

საქართველოს პრეზიდენტი დღეს არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკოსების მოსაზრებები მოისმინა რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, არასაპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი დაუშვებელია დასავლელი პარტნიორების თანამონაწილეობის გარეშე და ასეთ შემთხვევაშიც, დიალოგი უნდა შედგეს თუკი საუბრის თემა იქნება იმ ტერიტორიების პრობლემა, რომელიც რუსეთმა ძალისმიერი მეთოდებით, ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვით დაიკავა. თუმცა ამავე შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საპირისპიო პოზიაცა დააფიქსირა, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა და დიალოგი რუსეთთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შედგეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ოპონენტებს რეპლიკის სახით მიმართა: ,,ჩვენ დღეს აქ შეკრებლი ვართ არა იმაზე, თუ როგორ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს, არამედ იმაზე როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან რუსული აგრესია და თუ რომელიმე პარტიას ჩაბარების ტექნოლოგია აწუხებს, ეს მისი სუბიექტური პრობლემაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ რუსული აგრესია და მისი ფარისევლური მოლაპარაკებები და როგორ ვაქციოთ ეს მოლაპარაკებები არა რუსეთის, არამედ საქართველოს ინტერსების სასარგელოდ“.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ოპონენტებთან საუბარში ხაზი გაუსვა რიკინგზს თემას და რუსეთის მცდელობას მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების მორიგი ანექსია, ხოლო მამუკა კაციტაძემ, მაგიდასთან, პროდასავლელი და პრორუსი პოლიტიკოსების განლაგებას დღეს პრეზიდენტთან შეხვდრაზე ,,ლოგიკური და ბუნებრივი“ უწოდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით კი გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ საუბრის თემა დეოკუპაცია და დევნილების უპირობო დაბრუნება იქნება.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაც მიულოცა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენტის ინიციატივა შეხვედრა გაემართა პოლიტკურ პარტიებთან ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ყველა დონეზე უნდა გაიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას „ახალი მემარჯვენეების“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“, „ქართული დასის“, „მემარცხენე ალიანსის“, „საქართველოს გზის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტის“, „სამოქალაქო ალიანსისა“ და „ევროპული დემოკრატების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლოეს დღეებში პრეზიდენტი გეგმავს, რომ შეხვდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე უმცირესობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42