საქართველომ უნდა აღიდგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კეიტ პენტუს-როსიმანუსი
პოლიტიკა - 20:20, 19 Dec, 2014     1381
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეიტ პენტუს-როსიმანუსმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ესტონელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ გმობს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნანახმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებელია ამ თემის საერთაშორისო ორგანიზაციებში განხილვის გაგრძელება, რომ ის არავის დაავიწყდეს. საქართველომ უნდა აღიდგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა რეაგირება მოჰყვება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაგმო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება და ასე მოხდება ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას, რასაც ჩვენ უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ. როცა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირება და ერთობლივი ძალისხმევა, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდეს“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42