შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, საკითხი იმდენად გადაუდებელი არ არის, რომ ყველა მნიშვნელოვანი თემა გვერდზე გადაიდოს.
„მე ამასთან დაკავშირებით მთავრობის წევრებთან საუბარი არ მქონია, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან, ხედვიდან და იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, შემიძლია, ვთქვა, რომ ჯერჯერობით არ მომზადებულა თემები იმისთვის, რომ პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ. თქვენ რა, გგონიათ, რომ ჩვენ პუტინის ბრძანებით ვმუშაობთ? რადგან პუტინმა გუშინ გამოთქვა შეხვედრის სურვილი, დღეს თათბირი უნდა გვქონდეს? არ მგონია, რომ ეს იმდენად გადაუდებელი თემა იყოს, რომ ამის გამო ჩვენ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






