ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე, ბესელიას კომიტეტის სხდომამ ხმაურით ჩაიარა
პოლიტიკა - 16:31, 19 Dec, 2014     1463

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებულ პეტიციასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურით დასრულდა.

კამათის მიზეზი დეპუტატსა და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენელს შორის დეპუტატის რეპლიკა გახდა, სადაც მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავის დროზე არ უყვება გამომძიებელს საფრთხის შესახებ.

არასამთავრობოების წარმომადგენელთა განცხადებით, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მსხვერპლმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს წინასწარ აცნობა, მაგრამ ისინი ადეკვატურად არ მოიქცნენ. ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, მერაბ კაჭახიძემ გააპროტესტა და დაინტერესდა, მსგავს განცხადებას არასამთავრობო სექტორი რის საფუძველზე აკეთებს.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ქალები გამომძიებელს მანამ, სანამ მსხვერპლი გახდება, არაფერს არ უყვებიან. მერე კი უკვე გვიანია,“ - განაცხადა დეპუტატმა.

კაჭახიძემ განაცხადა, რომ ის ძალადობის მომხრე არ არის, მაგრამ ქალზე ძალადობა მთელ მსოფლიოში ხდება და ეს სენი საქართველოზე განვითარებულმა ქვეყნებმაც კი ვერ დაძლიეს.

უმრავლესობის წევრის ეს პათოსი არასამთავრობოებმა გააპროტესტეს და კაჭახიძის განცხადება საფრთხედ შეაფასეს.

„თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ, რას ვითხოვთ, ვიდეო რგოლებით ფონს ვერ გავალთ,“- განაცხადა არსამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, თამარ გურჩიანმა.

სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალთა ძალადობასთან დაკავშირებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის მისვლა მოითხოვეს, რათა მათი თქმით, გაირკვეს, იმ სამართალდამცავების მიმართ რა ღონისძიებები გატარდა, რომლებიც ქალთა ძალადობის თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 6500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით შესულ პეტიცია-ს -„ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად’’ განიხილავენ. პეტიციის ხელმომწერნი ქალზე

ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებას ქმედითი და ეფექტური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობოები ითხოვენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი კულტურის დანერგვის მიზნით, გენდერული თანასწორობა სკოლამდელი უნდა გახდეს და მისი დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწეროს. მათი წინადადებით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები უნდა განვითარდეს, როგორც მსხვერპლთათვის, ასევე, მოძალადეთათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42