საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ვლადიმერ პუტინმა თავისი გემოვნების შესაბამისი მმართველი 2 მილიარდ დოლარად დასვა.
მისი თქმით, თავისუფლების იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს.
„პუტინმა დასვა თავისი გემოვნების შესაბამისი მმართველი 2 მილიარდ დოლარად, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩემი სხეულის ნაწილებზე, რა ეპითეტებითაც არ უნდა შემამკოს, მთავარი აქ პიროვნული დაპირისპირება ნამდვილად არ არის. მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევქმენით იდეა, რომელიც ვერ დამარცხდება. დროებით ამ იდეამ უკან დაიხია, მაგრამ ის აღმოცენდა უკრაინაში, ამ იდეამ ახლახან გაიმარჯვა მოლდოვაში და ის აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთში და ეს არის თავისუფლების იდეა, რომლის განსახიერებად და სიმბოლოდ იქცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით საქართველოში,” - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






