შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო- პატრიარქი
პოლიტიკა - 14:35, 19 Dec, 2014     2214

სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზი ყოველთა ქართველთა, დიდ კათალიკოსად, საქართველოს წინამძღოლად და სულიერ მამად მოიხსენია. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი, თავისი წყალობითა და მადლით გამორჩეულია და ეხმარება ყველას, ვინც რწმენითა და სიყვარულით მას მიმართავს. პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობის პერიოდი, სადაც იგი იღუმენად იყო განწესებული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ უკრაინიდან მასთან ჩამოვიდა სასულიერო სემინარიის მეგობარი, რომელიც ძალიან შეჭირვებული იყო. ილია მეორემ წერილი მისწერა მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს და იგი ტაძარში მსახურებაზე დაადგინეს.

პატრიარქმა გაიხსენა ასევე სიზმარი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც მას ეფერებოდა და მისთვის გაურკვეველ ენაზე სასიხარულო ამბავს ამცნობდა.

"წმინდა ნიკოლოზი მფარველობს ყველას ვინც სიხარულით, სიყვარულით და რწმენით მიმართავს მას. მრავალი სასწაული ხდება და ეს სასწაულები არ ილევა. დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.მე იმედი მაქვს, რომ წმინდა ნიკოლოზი შეგვისრულებს ამ თხოვნას", - აღნიშნა ილია მეორემ.

დღესვე პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და ხარისხში აიყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42