2015 წლის იანვრის თვეში თბილისს ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა
პოლიტიკა - 12:44, 19 Dec, 2014     1294

2015 წლის იანვრის თვეში თბილისს ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა, – ვიზიტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქეით პენტუს-როსიმანუსის შეხვედრაზე განიხილეს.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ესტონეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ქეით პენტუს-როსიმანუსმა ირაკლი ღარიბაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მიულოცა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ქართულ–ესტონური თანამშრომლობის შედეგად შექმნილმა ფილმმა – „მანდარინები“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და იგი ესტონეთის მიერ ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტისთვის და მას ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი უწოდა. აღინიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, ბალტიისა და სკანდინავიის რიგი ქვეყნების შემდეგ, რომელსაც ესტონეთის ახლადდანიშნული მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

ქეით პენტუს-როსიმანუსი 2014 წლის 17 ნოემბრიდან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. იგი ასევე არის ესტონეთის პარლამენტის უმრავლესობის („რეფორმების პარტია“) ვიცე-თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42