პავლიაშვილმა და გვერდწითელმა ომში დაღუპული ბიჭების გვამებს გადაუარეს, მათ კონცერტს არ გავაკეთებ - ოქიტაშვილი
პოლიტიკა - 12:07, 19 Dec, 2014     12047

კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვლი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების-სოსო პავლიაშვილის და თამარ გვერდწითელის დუეტს ეხმაურება, სადაც მომღერლები რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებენ.

როგორც ოქიტაშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას ამბობს, პავლიაშვილი მისი შვილი ნათლიაა და მასზე რამის თქმა უჭირს. თუმცა აქვე დასძენს, რომ პავლიაშვილის და გვერდწითელის მიერ შესრულებული სიმღერა მისთვის მიუღებელია.

„ერთი რამ ვიცი-როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ათასობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალს, სახლკარსაა მოწყვეტუილი და წლები სახლში დაბრუნებას ელის, მათთვის ასეთი ნაბიჯები თანამემამულეებისგან ბევრად მტკივნეულია. მხოლოდ ის არ მესმის, რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ სოსოზე, ეს დუეტია თამარ გვერდწითელთან. მათგან არც მიკვირს, რადგან რუსეთის მოქალაქეები არიან, წლებია იქ ცხოვრობენ. იმედია, სოსო ჩემ სიტყვებს სწორად გაიგებს-მის არჩევანს არ ვამართლებ! ვინც მიცნობს, ჩემი დამოკიდებულება არავის გაუკვირდება. ვინც გინდა იყოს, თუნდაც საკუთარი ძმა, თუ სამშობლოს წინააღმდეგ წავა, ჩემთვის აღარ იარსებებს და, დიახ, ამ სიმღერით, სოსო პავლიაშვილმა და თამარ გვერდწითელმა ომში დაღუპული ბიჭების გვამებს გადაუარეს და მათი საფლავები გადათელეს!...ჩავშალე და ჩავშლი ყოველთვის. პავლიაშვილისა და გვერდწითელის კონცერტებსაც საქართველოში აღარ გავაკეთებ. ამის სურვილი არ მაქვს. არც შევხმიანებივარ და არც ვაპირებ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავიანთი რუსეთი და თვიანთი მდელოები“ - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42