გალის რაიონში დეფაქტო გამგებელი თემურ ნადარაიაი გალის რაიონის საგანმანათლებლო საშუალო სკოლებში მეგრული ენის სწავლების შემოღებასა და მეგრულ ტელემაუწყებლობას გეგმავს. ინფორმაციას გაზეთი „ალია“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტელევიზიის სახელწოდება „სამურზაყანო“ იქნება.
„ახალი ამბები ეთერში მეგრულად გავა. ფილმები კი დუბლირებული იქნება. ასევე ნაჩენები იქნება მეგრულ სიმღერებზე გადაღებული ფილმები. თავიდან ტელევიზია დღე-ღამეში 5 საათი იმაუწყებლებს. გალის რაიონში ტელევიზია მაუწყებლობას, სავარაუდოდ, 1-ელი მარტიდან დაიწყებს“, - წერს „ალია“.
აღნიშნულ თემას გამოცემასთან საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშილი ეხმაურება.
„ვერ გეტყვით, რამდენად არის ეს სიმართლე, რადგან ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონტაქტები გალის რაიონთან, მათ შორის, სკოლის დირექტორებთან, მასწავლებვლებთან, ექიმებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებსაც იქ ჭკუა მოეკითხებათ და ანგარიშგასაწევი ძალაა. ამ ტიპის არანაირი მინიშნებაც არ ყოფილა, ანუ ჩვენ ამ ეტაპზე ამის შესახებ უტყუარ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - განაცხადა „ალიასთან“ საუბრისას ზაქარეიშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






