თამარ ბერუჩაშვილმა 18 დეკემბერს ისტორიულ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს დღე უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის შემდგომი მიზანი ევროპასთან უვიზო მიმოსვლაა.
ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტისთვის, ანუ უკვე მომავალი წლის მაისისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა რეალობა იქნება.
ბერჩაშვილის თქმით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველო მარტო არ არის - მის გვერდით პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ევროპა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან მინისტრის განცხადებით ამ ქვეყნებთან თანამშრომლობით საქართველო ევროპასთან სრულფასოვან ინტეგრაციას მოახერხებს .
თამარ ბერუჩაშვილმა გუშინ მიღებული რეკომენდაციაც ახსენა და იმ ძირითად პუნქტებზე ისაუბრა, რაც საქართველოს რეკომენდაციის სახით მიეცა ევროპარლამენტის მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






