საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან.
მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა.
„დღეს მე მქონდა გამოსვლა ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე, რომელსაც ესწრება ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის კანცლერი მერკელი, მე მასთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა მქონდა. მე მათ მადლობა გადავუხადე ასოცირების შეთანხმებისთვის და ასევე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართველების, უკრაინელების, მოლდაველების უკეთესი კოორდინაცია, დღეს იყო სრული კონსესუსი სამიტზე, რომ რუსეთის მიმართ სანქციები, არა მარტო უნდა შენარჩუნდეს, არამედ შეიძლება გამკაცრდეს კიდეც, ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ რუსეთი ახლა არის , იმ მდგომარეობაში , რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ევროპა მოეშვას და მისცენ საშუალება თავი დაიძვრინოს“- განაცხადა სააკაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






