პუტინმა აღიარა, რომ რუსული ბაზრის გახსნა სააკაშვილის დამსახურებაა და არა ამ ხელისუფლების - შაშკინი
პოლიტიკა - 20:47, 18 Dec, 2014     4000
ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ ყოფილი ხელისუფლების წევრები. ,,ნიუპოსტთან" დიმიტრი შაშკინი პუტინს განცხადების იმ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლას ეხებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა დღეს აღნიშნა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია შევიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ნება დართო რუსეთს გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

შაშკინი ამბობს, რომ პუტინმა დაადასტრუა ფართო აუდიტორიის წინაშე რომ ის არ აპირებს აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებას, მისი თქმით, თუკი ვინმეს რუსეთისგან ამის იმედი აქვს, მან ექიმს ჯობია მიმართოს.

,,საქართელოს მოსახლეობისთვის პუტინის პრესკონფერენციაში, ბუნებრივია, მთავარი მომენტი იყო, როცა მან გააკეთა კომენტარი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშრებით. პირველი ნაწილი იყო ცინიკური და კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც ბოლო ორი წელია ვამბობთ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრები, რომ რუსეთი, მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, არ აპირებს დაუბრუნოს საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი, ეს გაიმეორა ძალიან ცინიკურად და მე არ ვიცი ამის მერე თუ ვინმეს აქვს რაიმე განცდა და ფიქრობს რომ დაგვიბრუნებს, მაშინ ექიმებს უნდა მიმართონ“, - აცხადებს შაშკინი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით პუტინის განცხადების შემდეგ საზოგადოებას მტყუან-მართალის განსჯას ანდობს და ახალი ხელისუფლების იმ განცხადებებს იხსნებს, სადაც ისინი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანას კარასინ-აბაშიძის ფორმატს და რუსეთთან საქართელოს ხელისუფლების ახალ ურთიერთობებზე გადასვლას მიაწერენ.

,,პუტინმა გააკეთა ძალიან საინტერსო განცხადება, მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალს, ჩვენს ურთიერთობაში მაინც არის რაღაც პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად ის, რომ თქვენ არ დაგვიბლოკეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა და ამის სანაცვლოდ ჩვენ მოგეცით უფლება, რომ ჩვენს ბაზარზე შემოსულიყავითო. მაგრამ აქ მნიშნელოვანი არის ის, რომ ბოლო ორი წელი როცა მიმდინარეობს კრიტიკა რუსეთ-საქართელოს ურთიერთობების, კრიტიკა აბაშიძე-კარასინის ფორმატის, მთავრობა მოსახლოებას ეუბენება, რომ მათი მთავარი წარმატება არის ბორჯომის და ღვინის რუსულ ბაზარზე გატანა. მაგრამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ღიად და საჯაროდ ათასი ჯურნალისტის წინაშე თქვა ის, რასაც ჩვენ 2 წლის წინ ვამბობდით, რომ ჩვენი ბორჯომი და ღვინო შვიდა რუსულ ბაზარზე არა იმიტომ, რომ ჩვენ დავიჩოქეთ რუსეთის წინაშე და რომ აბაშიძე კარასინთან დადის შეხვედრებზე, არამედ პროდუქცია შევიდა იმიტომ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში საქართველომ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავჭრო ორგანიზაციაში შესვლის სწორედ იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენი პრიდუქცია რუსულ ბაზარზე შესულიყო. ჩვენ კი რატომღაც გვეუბნებოდნენ, რომ ბოლო ორი წლის დამსახურება ყოფილა ბორჯომის და ღვინის გატანა. პუტინის ამ განცხადების შემდეგ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ეს უკვე მოსახლეობამ განსაზღვროს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42