„ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. არანორმალური იყო ის, რომ სააკაშვილი იქ ჩავიდა არა საქართველოდან, არამედ ამერიკიდან თუ უკრაინიდან. ყოველშემთხვევაში საქართველოდან არ ჩავიდა. სხვა მხრივ დადებითი და ნორმალური მოვლენა იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივეჩვიეთ იმას, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ ზის ციხეში, არ არის არსად ჩაკეტილი და არ არის მოკლული. აქამდე ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ ავიდა“, - ამბობს შარაშენიძე.
ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საგარეო უწყებამ მას საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმა.
„თუ მიხეილ სააკაშვილს საგარეო უწყებამ მართლა გაუუქმა პასპორტი, მემგონი ეს იყო რეაგირება სააკაშვილის გადაადგილებებზე, რომელიც ვიღაც-ვიღაცეებს აღიზიანებს“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ "ნიუპოსტთან" საუბარში.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი 638 დეპუტატიდან 491 –მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 84 დეპუტატი, 63-მა თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები






