საქართველო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას
პოლიტიკა - 16:34, 18 Dec, 2014     2559
ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც უკვე ერთმნიშვნელოვნად აყენებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ხუთშაბათის კენჭისყრის შედეგს, როგორც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებას.

„ყველა ქართველის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის წევრებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის, რომელიც ამ კენჭისყრის შედეგში გაცხადდა. ბოლო წლებში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც განაპირობა კიდეც ჩვენი ეს წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით, რათა გაგრძელდეს ეს პროცესი და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მიზნისკენ წინსვლას მივაღწიოთ“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველოს „აქვს ევროპული პერსპექტივა და ის შეძლებს წარდგეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით, თუ დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივისცემით მოეპყრობა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“.

„დღეს საქართველო არის ევროპული პარტნიორობის წარმატების მაგალითი. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ხელშეკრულების სრულად და სწრაფად განხორციელება, რათა ქვეყანაში სრულად დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ შედეგებს. მეორე მხრივ, საქართველო იქნება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. „საქართველო არის სტაბილური დემოკრატიის, აქტიური ეკონომიკის ქვეყანა, სათანადო უნარების მქონე და სანდო კონტრიბუტორი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, ასევე ის არის ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების საკვანძო სატრანზიტო ქვეყანა“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა ათმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ. ესენია: ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი და შვედეთი. იმისათვის, რომ ხელშეკრულება სრულად შევიდეს ძალაში, მისი რატიფიცირება უნდა განახორციელოს ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ. ხელშეკრულების ზოგიერთი თავი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ჩათვლით, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42