ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, თაღლითობის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ და განავითაროს სრულად ფუნქციონირებადი, სათანადოდ დაკომპლექტებული დამოუკიდებელი სასამართლო, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი. ხაზს უსვამს საჯარო მმართველობის პოლიტიზაციის მნიშვნელობას. ის უნდა გახდეს უფრო ეფექტური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი.
ხაზს უსვამს,რომ საქართველოს მთავრობისთვის აუცილებელია ეროვნული შერიგება.შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ოპოციზიის რამდენიმე წარმომადგენელს ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში. ნაწილი დაპატიმრებულია ან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ასევე შემაშფოთებელია ვერსია სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებისა, რამაც შესაძლოა ქვეყნის ევროპულ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას შეუქმნას საფრთხე. მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალის არსებობა, გადამწყვეტია დაბალანსებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, რისკენაც ისწრაფვის საქართველო.
აღიარებს, რომ ბრალდებებმა, რომლებიც შერჩევით სამართალს უკავშირდება უარყოფითი გავლენა იქონიეს მოვლენებზე. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ თავიდან იქნას აცილებული მართლმსაჯულების სისტემის, პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღად გამოყენება. მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიყენონ მაქსიმალური შესაძლებლობები, რათა მომავალში თავიდან აირიდონ ბრალდებები, გამოირიცხოს კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები.
მიესალმება „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში“ (OSCE/ODIHR), რომელიც 2014 წლის 9 დეკემბერს გამოიცა და საქართველოს მთავრობას, ხარვეზების აღმოსაფხვრელად სერიოზული ზომების მიღებისკენ.
რეზოლუციაში საუაბრია რუსეთის შესახებ, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართელოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას:
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ოკუპაციას, ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით, ვინაიდან განხორციელდა ეთნიკური წმენდა და ძალადობრივი დემოგრფრაფიული ცვლილებები,უხეშად დაირღვა ადამიანთა უფლებები. ასევე დაირღვა თავისუფლად მიმოსვლის, ხალხთა შორის ურთიერთობისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებებიც.მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განცალკევებასა და მის ოკუპაციას; შეასრულოს ვალდებულება სამხედრო ძალია გამოუყენებლობის შესახებ. გმობს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. ეს არის აფხაზეთის სრული ანექსირებისკენ გადადგმული ნაბიჯი; შეშფოთებას გამოთქვამს, რომ არსებობს საფრთხე, მსგავსი ხელშეკრულება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთანაც დაიდოს. ამ კუთხით, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიტანოს თავისი ე.წ. „ხელშეკრულება“ და შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს დაეკისრა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები






