ექსკლუზივი: რა მოხდა 2014 წლის 12 დეკემბერს და ვის ინტერესებს შეეწირა საყდრისის უნიკალური საბადო
პოლიტიკა - 14:21, 18 Dec, 2014     6128
საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი საბადო, რომელიც თავის უნიკალურობას ჯერ კიდევ 2014 წლის 12 დეკემბრამდე ინარჩუნებდა - ვინ დგას საყდრისის საბადოს აფეთქების უკან, რომლის ჩამდენის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს როგორც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ქართული ეკლესია. რა პასუხი მიიღეს მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2013 წელს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისგან, რა ეწერა ,,არემჯი გოლდის“ მიერ ჩატარებულ გეოლოგიურ დასკვნაში და რა დამალეს ,,არემჯი გოლდის“ ინტერესების დამცველმა გეოლოგებმა საყდრისთან დაკავშირებით.

საყდრისის აფეთქების საეჭვო დეტალებზე საუბრობენ მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ საბადოსთან დაკავშირებულ საექსპედიციო საქმიანობაში და რომელთა მოსაზრებით არ დაინეტერსებულან არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც იმ საბჭოში ყოფილან მიწვეულნი, სადაც საყდრისის უძველესი საბადოს აფეთქება გადაწყდა.

,,ნიუპოსტი“ არქეოლოგ გიორგი გოგოჭურს ესაუბრა, რომელიც მრავალი წელია საყდრისი-ყაჩაღიანის სამეცნიერო ექსპედიციის წევრი იყო.


_საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორია რომ მოგვიყვეთ, როდის დაიწყო მასზე მუშაობა?

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს 2002 წლიდან, აი, ამ არქეოლოგიურ ობიექტს იკვლევდა ქართულ-გერმანული ექსპედიცია, თუმცა დადასტურება იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო უძველესი სამთო ძეგლი, მოხდა გასული საუკუნის 80-იან წლებაში. 1987 წელს დაიწერა გეოლოგიური კვლევების ანგარიში სამთო გეოლოგის თეიმურაზ მუჯირის მიერ, სადაც ამ ძეგლის მნიშვნელობასა და ხასიათზეა საუბარი. თუმცა, მაშინ ეს ობიექტი დათარიღებული იქნა ძვ. წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრით, რაც შემდეგი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს სამთამადნო ძეგლი უფრო ადრეულია ვიდრე გეოლოგები ფიქრობდნენ. საყდრის–ყაჩაღიანის საბადოზე 2002 წლიდან 2013 წლამდე, პერიოდულად მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელსაც ქართველი და გერმანელი არქეოლოგები აწარმოებდნენ. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ გათხრები ყველა წელს გრძელდებოდა ერი თვის ან თვენახევრის განმავლობაში. ასე, რომ მთლიანობაში ერთი წელიც არ გამოდის ამ ძეგლზე კვლევების ხანგრძლივობა.

დათარიღებას რაც შეეხება, ნახშირის ნიმუშები, რომლის მიხედვითაც მოხდა საყდრისის დათარიღება, აღებული იქნა პრეისტორიული მაღაროებიდან მიწის ზედაპირიდან 25– 35 მეტრის სიღრმიდან. აღმოჩნდა, რომ ოქროს მაღაროები იყო ძალიან ადრეული ხანის. ის თარიღდება ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით, ანუ 3 330 წლით. გვაქვს მთელი სერია თარიღებისა. ყველაზე ადრეული თარიღი გახლავთ ის, რომელიც უკვე გითხარით, ხოლო მოგვიანო ძვ. წ.აღ. 2490 წელი, ანუ 25-ე საუკუნე. აი, სადღაც ამ ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ხდება საბადოს ექსპლუატაცია ანუ ოქროს მადნის ამოღება.

_საყდრისის მთავარ მნიშვნელობად რა იყო მიჩნეული?

საყდრისი–ყაჩაღიანის მნიშვნელობა არის ის, რომ აქ არის ოქროს საბადო. რაც მთავარია, აქ ხდებოდა სამთო წესით ოქროს მოპოვება და ასეთი ძველი მაღაროების არსებობა დღემდე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის დადასტურებული.

_რამდენადაც ცნობილია, ეს დადასტურებულია თავად ევროპელი მკვლევარების მიერ...

_ჩვენი კვლევები იყო საერთაშორისო, აქ ჩართული იყვნენ როგორც ქართველი არქეოლოგები, ასევე გერმანიის (რომელიც ამ პროექტის წამყვანი მხარე იყო), შვეიცარიელი, ავსტრიელი, ფრანგი,ბრიტანელი მეცნიერები, პერიოდულად ჩამოდიოდნენ აზებაიჯანიდან არქეოლოგები და იყო შემთხვევა, როცა ირანიდანაც იყო ჩამოსული ერთი არქეოლოგი. მთელი ეს კვლევები პერიოდულად ქვეყნდებოდა სამეცნიერო ნაშრომების სახით. სხვადასხვა ქვეყნების სიმპოზიუმებზე გამოდიოდნენ ჩვენი კოლეგები როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოდან. ამასთან ერთად, ყოველწლიურად იმართება საველე კვლევა-ძიებისადმი მიძღვნილი სესიები, სადაც ხდებოდა საველე კვლევა-ძიებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების წარდგენა სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

საყდრისის საველე კვლევებს ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობდა ქალბატონი ირინა ღამბაშიძე. გერმანიიდან ტომას შტოლნერი. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ეს ძეგლი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

_მიზეზი რა იყო ამის?

_ჯერ ერთი, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, არ ყოფილა მოთხოვნა, რომ სამთამადნო ძეგლი არქეოლოგიური არტეფაქტებისგან საბოლოოდ გათავსუფლებულიყო. ეს საკითი არ დაუსვამთ არც არქეოლოგიური ექსპედიციის და არც ეროვნული მიზეუმის წინაშე.

_როდის დაიწყო ამ თემის წამოწევა და რატომ დადგა დღის წესრიგში, რომ საყდრისს ძეგლის სტატუსი მოხსნოდა?

_ეს დაიწყო 2012 წლის შემოდგომიდან. საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მეცნიერებისათვის და ის წარმოადგენდა ისეთ ობიექტს, რომლის დაცვა აუცილებელი იყო. გერმანული მხარე ჩვენ გვთავაზობდა, რომ სამინისტროში წარგვედგინა დოკუმენტაცია, სადაც მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამ არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. ასეც მოხდა. ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ დოკუმენტაცია შეაგროვა და 2006 წელს წარუდგინა სამინისტროს სპეციალურ განყოფილებას. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საყდრისისთვის მიენიჭებინათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აი, ამ დროიდან მოყოლებული ატარებდა ის ძეგლის სტატუსს, ვიდრე 2013 წლის ივნისამდე, მანამ, სანამ კულტურის სამინისტროში საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ სტატუსი არ მოუხსნა. მინისტრი მაშინ ოდიშარია გახლდათ. შექმნეს კომისია და ყურადსაღები არის ის, თუ ვინ არის ამ კომისიაში ჩართული და ვის იწვევენ საყდრისის ბედის გადასწყვეტად. ამას ნამდვილად აქვს არსებითი მნიშვნელობა.

_ვინ არიან ეს ადამიანები?

_ ძირითადად ისინი, ვინც წინასწარ თანამშრომლობდა ,,არემჯი გოლდთან“...

_თქვენი ექსპედიციის მხრიდან თუ იყო ვინმე მიწვეული?

_ჩვენ, ვინც იმ ობიექტზე ვმუშაობდით და ვართ ექსპედიციის მონაწილეები, იქ არავინ მიგვიწვია. არც ქალბატონი ირინა ყოფილა და არც გერმანული მხარე... მიიწვიეს ის ადამიანები, ვისაც სამთო არქეოლოგიასთან შეხება არ ჰქონია. მიიწვიეს ისინი, ვისთანაც, როგორც ირკვევა ,,არემჯი გოლდს“ რაღაც წინასწარ გარიგება ჰქონდა.

_ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო წინასწარ შემუშავებული სცენარი, რომლის განხორციელებისთვისაც ,,არემჯის“ მისთვის სასურველი მეცნიერული დასკვნა სჭირდებოდა?

_ ჩემი აზრით ,,არემჯი გოლდმა“ წინასწარ დაუკვეთა ზოგიერთ მეცნიერს შეემუშავებინა კონცეფცია საყდრისის ოქროს მაღაროების შესახებ. ანუ დაეწერა უარყოფითი შეფასება ქართულ – გერმანული კვლევების შესახებ, რაც შემდგომში საფუძველი გახდებოდა საყდრისისათვის სტატუსის მოხსნისა. ასევე მუშავდებოდა საყდრისიდან ამოღებული არქეოლოგიური არტეფაქტებისათვის სამუზეუმო სივრცის შექმნის პროექტი. ამ დაკვეთის შემსრულებლებად გამონახეს არქიტექტორი გურამ ყიფიანი, არქეოლოგები ვახტანგ ლიჩელი და დათო ლომიტაშვილი. ეს უკანასკნელი ამჟამად სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეა. ეს ადამიანები შემდეგ აღმოჩნდნენ კომისიის წევრები. საუბარია 2013 წლის მაისში შექმნილ კომისიაზე. თუმცა უარყოფა იმისა, რომ საყდრისი არქეოლოგიური ობიექტი იყო, არ ყოფილა. ისინი ამბობდნენ, რომ არის არქეოლოგიური ობიექტი, მაგრამ კატეგორიულად უარყოფდნენ იქ ოქროს მაღაროების არსებობას. მათი აზრით საყდრისი წარმოადგენდა პრეისტორიული ხანის სპილენძის ერთ–ერთ ჩვეულებრივ მაღაროს. ეს მოსაზრება კი საფუძველს აძლევდა სამინისტროს საყდრისისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. შესაძლოა, არქეოლოგებს მართლაც ეპარებოდათ ეჭვი საყდრისში ოქროს არსებობაზე, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი იმ გეოლოგებზე, მაგალითად, თვალჭრელიძე და ქუცნაშვილი... რომლებიც იმ მომენტში თანამშრომლობდნენ ,,არემჯი გოლდთან“, ისინი ელემენტარულად ცრუობდნენ.

_სანდრო თვალჭრელიძესა და ზაქრო ქუცნაშვილის მამაზეა საუბარი?

_დიახ, მათზეა საუბარი... შესაძლოა არქეოლოგი არ იყოს ჩახედული კერძოდ იმაში, იყო თუ არა იქ ოქრო, მაგრამ სანდრო თვალჭრელიძემ და ომარ ქუცნაშვილმა ძალიან კარგად იცოდნენ, რაზეც მიდიოდა დავა. სპილენძის მადნები საქართელოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრგან არის, თითქმის არ არის რეგიონი, რომ ეს მადანი არ გვხვდებოდეს. თუ სპილენძი იყო, მაშინ ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა გასჩენოდა ეჭვი, რატომ იბრძოდა ,,არემჯი გოლდი“ და მისი მოსყიდული მეცნიერები ასე თავგამოდებით საყდრისის ხელში ჩასაგდებად?

ჩვენ ვნახეთ ის ანგარიში, რომელშიც ასახულია ,,არემჯი გოლდის“ მიერ 2012 წელს საყდრისის ბორცვის გარშემო ჩატარებული გეოლოგიური კვლევის შედეგები. ანგარიშში ეწერა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე, ზედაპირიდან 80-60 მეტრის სიღმეზე არის ოქროს მადანი – კვარცის სტურქტურაში წარმოდგენილი ოქროს ძარღვები. ამ ძარღვების ამოღება ხდებოდა უძველეს დროში. ამ დასკვნაშივე იყო, რომ კვარცის ძარღვებში 95% არის ოქრო, სპილენძი –5% . გეოლოგები ამბობენ, რომ ოქრო ბუნებაში ერთ შემთხვევაში გვხვდება სპილენძის თანმდევი სახით, სადაც ოქრო ძალიან ცოტაა. მეორე შემთხვევაში კი ოქროს ახლავს სპილენძი, ანუ სპილენძია ცოტა რაოდენობით. საყდრისში საქმე გვაქვს ზუსტად მეორე შემთხვევასთან, რაც კვარცის ძარღვებში სპილენძის ნაკლებობას ნიშნავს.

როდესაც ჩვენი მხრიდან ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მაშინ უკვე შეცვალეს ჩვენმა ოპონენტებმა დავის თემა. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კი, იქ ნამდვილად არის ოქრო, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებთ, რომ მე–4 ათასწლეულში შეძლებდნენ უხილავი ოქროს დანახვას და მის ამოღებასო.. არქეოლოგებმაც, იმათ ვინც გარკვეული ფინანსური მოსაზრებებით მხარი დაუჭირა ,,არემჯის“, დაიწყეს უკვე ამ თემებზე აპელირება. ისინი ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ დაკვეთებს იღებდნენ ,,არემჯი გოლდიდან“. გასაგებია, როცა 8-9 თვის განმავლობაში არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევ და ამ კვლევებს ვიღაც გიფინანსებს, გარკვეული ვალდებულებაც გაქვს დამფინანსებლის წინაშე. ამიტომაც იყო, რომ ეს ვაჟბატონები თოკშებმული შესაწირი ზვარაკივით დაჰყავდა ,,არემჯი გოლდის“ ხელმძღვანელობას სტუდიიდან სტუდიაში. ისინი თავის გამოსვლებში - თოქ-შოუებში, მედია საშუალებებში, ამბობდნენ იმას, რაც ,,არემჯი გოლდის“ ინეტრესში შედიოდა.

_თუ მიმართეთ თქვენ ოდიშარიას?

_ოდიშარიაზე საუბარი არც ღირს, მას ზემოდან ჰქონდა მითითება, რომ ასე უნდა მომხდარიყო, წინასწარ იყო ეს განსაზღვრული, რომ ძეგლს სტატუსი მოხსნოდა.

_2013 წელს ოდიშარიას გარდა, თუ მიმართეთ ბიძინა ივანიშვილს?

_ივანიშვილი გადგა გვერდზე. თუმცა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა რომ იყო 2013 წლის სექტემბერში, მან ცალსახად ,,არემჯის“ მხარე დაუჭირა. ივანიშვილს არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ მოდით დაველოდოთ, არქეოლოგებმა შეისწავლონ, დადონ თავიანთი ანგარიშები, მოხდეს სამუშაოების გაგრძელება და მაშინ შევხედოთ... არაფერი მსგავსი არ უთქვამს. ბევრი არქეოლოგი შეიყვანეს შეცდომაში ,,არემჯის“ კონტრაქტორმა გეოლოგებმაც. ჩვენ არქეოლოგები სამთო არქეოლოგიური ძეგლების კვლევისას უმთავრესად ვეყრდნობით გეოლოგების მონაცემებს. გეოლოგები არკვევენ გამადნების ზონებს და იმას, თუ რა მადანია ამა თუ იმ ფართობზე. საყდრისში არსებული ვითარება ,,არემჯი გოლდის“ გეოლოგებმა დაუმალეს საზოგადოებას და, შესაძლოა, მათ მხარდამჭერ არქეოლოგებსაც - ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს, ცხადია, გარკვეული გასამრჯელოს ფასად. ჩვენ ვსწავლობთ არქეოლოიგიურ ობიექტს, სადაც არის კულტურული ფენები და არტეფაქტები. ეს არტეფაქტები იყო იქ საყდრისში, რამაც გამოიწვია ინტერესი საყდრისისადმი, სანამ ჩვენ თარიღებს მივიღებდით და გავარკვევდით, რომ საქმე გვქონდა ოქროს მაღაროსთან.

იქ, როცა კველევები დაიწყო, ამაზე არ ყოფილა საუბარი, ყველა არქეოლოგს, ქართველსაც და უცხოელსაც, ეგონა, რომ საქმე ჰქონდა სპილენძის მაღაროსთან. ხანდახან საუბარი მიდის იმაზე, რომ თითქოს არქეოლოგებს შორის მიდის დავა... რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ძეგლის თარიღისა და მისი ხასიათის შესახებ წმინდა მეცნიერული პოლემიკა არ ყოფილა. 2013 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა რამდენიმე არქეოლოგი, რომლებმაც ჩვენი ოპონირება დაიწყეს - ზუსტად ისინი, ვინც რაღაც ფორმით დაკავშირებული იყო ,,არემჯი გოლდთან“ თავისი საქმიანობით და მის დაკვეთას ასრულებდნენ.

_თუ არის შესაძლებლობა, რომ მცირე ნაწილი მაინც გადარჩეს და არ განადგურდეს?

_ამ ეტაპზე საჭიროა ბრძოლა, თუ საზოგადოებას აინტერესებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ხმა უნდა ამოიღოს. სამწუხაროდ, დღეს ეს საკითხი არავის აინტერესებს. მისასალმებელია, რომ საპატრიარქომ გააკეთა განცხადება საყდრისთან დაკავშირებით. საპატრიარქო იმთავითვე გამოხატავდა თავის პოზიციას. ისე კი საპატრიარქომდე არ უნდა მივიდეს საქმე. უწყებები, რომელთაც ევალებათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, იმათ უნდა დაიცვან და არა საპატრიარქომ. მინისტრს თუ ვინმე აიძულებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას, მაშინ მან უნდა განაცხადოს ამის შესახებ ხმამაღლა და კაცურად წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ ის არ ჩანს ისეთი პიროვნება, ამ ნაბიჯს რომ გადადგამს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42