საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
„ჩვენ მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რომ ყველა ერს მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ევროკავშირთან მიმართებაში. ამ შეთანხმებით ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ შევუერთდებით ევროპის ოჯახს. საქართველოს ისტორიული როლი და პოლიტიკური მიზანი არის გახდეს ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






