საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებულ შენიშვნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მარგველაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია , რადგან ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანასკნელი თვეების განმავლობაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, მარგველაშვილის თქმით, რეზოლუციაში შერჩევით სამართალზე საუბარი მართლაც არის, მაგრამ საბოლოო ბალანსის მისაღწევად საქართველოს დრო სჭირდება, პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა ევროპული დემოკრატიისკენ დიდ ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ამ კომენტარებს, მე შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველომ დემოკრატიისკენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, ვითარება არ არის მარტივი, რადგან მოხდა ხელისუფლების ცვლილება, ჩვენ გვჭირდება დრო და საბოლო ჯამში ვიპოვით ბალანსს, ევროპარლამნენტარების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის რთული პროცესი და ჩვენ გვჭირდება დრო“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






