საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება..
ბესელიას თქმით, პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს და მოხდეს მისი ფუნქციის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება.
დეპუტატის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო და რეფორმა გრძელდება.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა განგვეხორციელებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ამის პირველი ეტაპი დავიწყეთ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა "პოლიციის შესახებ" კანონში. ასევე პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მოხდა მისი ინსტიტუციური გამიჯვნა. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი. ახლა იგეგმება მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკაფიოდ მოხდება პროკურატურის ფუნქციების, მისი როლის განსაზღვრა – იქნება ის ინსტიტუციურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვა ადგილას. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






