უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.
ქუცნაშვილის თქმით, „თავისუფალი ქვეყნის აშენება არ არის თითების გატკაცუნება, ამას სჭირდება დიდი შრომა".
დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეფორმირება მხოლოდ პროკურატურას არ სჭირდება.
"რეფორმა არა მარტო პროკურატურას სჭირდება, მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოები იყვნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. მეორე მხრივ კი მართლმსაჯულების ორგანოები თავისთავად იყვნენ მხოლოდ კანონზე დამოკიდებული. ობიექტურობა კანონთან მიმართებაში და სუბიექტურობა შინაგან რწმენასთან დაკავშირებით , ეს არის პრინციპი, რასაც მართლმსაჯულების სისტემა უნდა დაექვემდებაროს " , - ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






