უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება
მისი თქმით, იმისთვის რომ უკეთესი მართლმსაჯულება განხორციელდეს, ამ სისტემაში ჩართული ყველა უწყება უნდა მუშაობდეს უკეთესად.
„აღღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია. რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროკურორების გადამზადებაზე ზრუნვა. ყველამ სწრაფად უნდა აუღოს ალღო იმ ცვლილებეს, რაც მართლმსაჯულების სიტემაში ხდება, რათა სასამართლოში პროცესზე ბრალდებულის უფლებები პროკურატურის მხრიდან დაცული იყოს. თუ მათი მომზადება ასეთ უმაღლეს დონეზე იქნება, მაშინ სასამართლო მათ მტკიცებულებებს კარგად გამოიყენებს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ინიციატივა გააჟღერა, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას ეხება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია გაიზარდოს პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხი. მან თეა წულუკიანს დაავალა შექმნას უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები






