გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 11:46, 18 Dec, 2014     1547

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში დაიწყო. სახელმწიფოს მეთაურმა პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან გამართა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის მნიშვნელობასა და შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და ამ დოკუმენტის რატიფკაციის შემდგომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ხელშესახები შედეგები, რაც აისახება კიდეც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მხარდაჭერისთვის როგორც საქართველოს მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეხვედრას, რომელიც სამუშაო რეჟიმის ფორმატით გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირში საქართველოს საგარეო წარმომადგენელი ნატალია საბანიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება. ქვეყნის პირველი პირი დღესვე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩარნეცკისა და ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოს თემაზე ანდრეს მამიკინსს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში პრესკონფერენციასაც გამართავს და ქართული და უცხოური მედიის შეკითხვებს უპასუხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42