სოხუმში რუსული ბიზნესი იხურება - ,,აფხაზეთი არ უნდა ცხოვრობდეს რუსეთის იმედად“
პოლიტიკა - 21:49, 17 Dec, 2014     3959
მარტო დღეს საღამოს, 20:00 საათზე სოხუმის ცენტრში აქციის ფონზე დაიხურა 11-მდე უცხოური ბრენდის მაღაზია, რომელიც რუს ბიზინესმენებს უკვე ოთხი წელია აქვთ გახსნილი. გარდა მაღაზიებისა, რუს ოლიგარქებს ტურისტული კომპანიები და ქართველების საცხოვრებელ სახლებში სასტუმროები ჰქონდათ გახსნილი იქ ჩასული სტუმრების მომსახურებისათვის.

რუსული რუბლის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რუსი ბიზინესმენები იძულებული გახდნენ 11-ვე მაღაზია დაეხურათ. მაღაზიებზე აბრებიც კი არის გაკრული შემდეგი შინაარსით, რომ ისინი დაიხურა რუსეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო. სოხუმის ცენტრში მაღაზიების დახურვის აქციაზე მისული რუსეთის მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ წელს არც ციტრუსის გატანას აქვს აზრი და ფსოუზეც იკლო პროდუქტების რაოდენობამ. ისინი აფხაზეთში ყიდულობენ პროდუქტს და რუსეთში აგზავნიან, რადგან იქ პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდა.

დღევანდელ აქციაზე მისული იყო ხაჯიმბას კონკურენტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია, რომელმაც აღნიშნა, რომ აფხაზეთში შეჩერებულია ყველა იმ სახლის მშენებლობა, რომელიც რუსებს ჰქონდათ დაგეგმილი, მათ შორის საზაფხულო კოტეჯები რიწის ტბაზე და ახალ ათონში. როგორც ბჟანიამ აღნიშნა, აფხაზეთი არ უნდა ცხოვრობდეს რუსეთის იმედად. მან რუსეთში შექმნილ ვითარებას აფხაზეთისთვის რეალური საშიშროება უწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42