„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული დაკავებები მოტივის გარეშე მოხდა, რაზეც პასუხისმგებელია პროკურატურა.
„საქართველოს პრემიერი როდესაც მიდიოდა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის ქონება არ უნდა დაეყადაღებინათ. პროკურატურამ სერიოზული ლაფსუსები დაუშვა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეხლა მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არის პოლიტიკური ზეწოლა ირაკლი ალასანია სპოლიტიკური საქმინობის წინააღმდეგ. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ როდესაც პროკურორი ტელევიზიით აღიარებს, რომ მოტივის გარეშე ხდება ადამიანების დაკავება, ის პროკურორი თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. ამაზე პასუხისმგებელია მთელი მისი ხელმძღვანელობა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






