„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მომზადებული რეზოლუცია საკმაოდ მძაფრი იქნება.
ამის შესახებ ალექსი პერტიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ კრიტიკის თვალსაზრისით ყურადღება გამახვილდება მართლმსაჯულების ხარვეზებზე და ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ საკითხებზე.
„რეზოლუცია იქნება საკმაოდ მძაფრი. ყველაზე მთავრი პრობლემა, რაც აქვს ხელისუფლებას, ეს არის პროკურატურის დროულად რეფორმირება. პროკურატურა და მისი საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ იქ ძირეული ცვლილებებია განსახორციელბელი. მინდა გითხრათ ჩემი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ ვერ მოახერხა, რომ ეს საქმეები ბოლომდე მიეყვანა დროულად და სათანადო ინფორმაციით აღეჭურვა საქართველოს დიპლომატიური კორპუსი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






