საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი IDFI-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, ამ საქმის პროკურორის არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ოპონენტების წინააღმდეგ საქმეს კერავდა.
„დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არამგონია, ვცდებოდე. ამ საქმის პროკურორი არის ხარებავა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოირჩეოდა ასეთი საქმეების შეკერვით და ამათი ციხეში ჩასმით. ამ ფაქტზე დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს. ეს არის ტვინებში არსებული საბჭოთა კავშირი, რომელიც მათი თავიდან ვერ გამოიტანეს,“ - განაცხადა ხიდაშელმა.
IDFI-ის ხელმძღვანელი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ბრალდებით გუშინ დააკავეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






