სასამართლოს გარეშე რომ აფეთქებ, ეგრე სად არის, ძმაო?!- ჯაჭვლიანი
პოლიტიკა - 17:37, 17 Dec, 2014     2336

საყდრისის აფეთქების საკითხს უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ საყდრისის აფეთქება ნაჩქარევად მოხდა.

ჯაჭვლიანის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საყდრისის აფეთქება არ შეიძლებოდა, რადგან ჯერ უნდა გარკვეულიყო საყდრისის საბოლოო სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება.

„ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა გამოტანილი, შესაბამისად, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდეს და შენ საყდრისის აფეთქება დაიწყო, ეგრე სად არის, ძმაო?! დავიჯერო ერთ-ორი დღე წყვეტდა ყველაფერს?! დაელოდე პასუხს და თუ ასაფეთქებელია, მერე ააფეთქე რა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავიგოთ, რომ ასე ხელაღებით ყველაფერზე ხაზის გადასმა არ შეიძლება. დასხდნენ კომპეტენტური ადამიანები, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს არის თუ არა საყდრისი ძეგლი. ამის გარკვევა აუცილებლად უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ამის მერე უნდა გადაეწყვიტათ აეფეთქებინათ, თუ - არა. თუ ის მართლაც არაა ძეგლი, კი, ბატონო, რაზეა ლაპარაკი ,ააფეთქე, მაგრამ როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ძეგლია, გამოიკვლიე, დაშავდება ამით რამე?! თუ წარსულს დაივიწყებ, მომავალი არასოდეს გექნება. ამხელა სჯა-ბაასი მიდის ამ თემის ირგვლივ რახანია და ასე მოულოდნელად ვითარების გამწვავება და ხალხის გაღიზიანება როგორ შეიძლება.“-ამბობს ჯაჭვლიანი.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42