ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ვერ ხედავს პრობლემას, რომ საქართველოს ხელუისუფლების წარმომადგენლები ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს ვერ დაესწრებიან.
მამიკინსმა მთავრობის ის წევრები დაასახელა, ვინც რატიფიცირების პროცესზე იყო მიწვეული.
"როდესაც სექტემბერში თბილისში მისიის ფარგლებში ვიმყოფებოდი, რატიფიკაციაზე დასასწრებად მოვიწვიე ყველა პოლიტიკოსი, ვისთანაც შეხვედრები მქონდა, იმ დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა პოლიტიკოსებიც, რა თქმა უნდა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი. მათ მადლობა გადამიხადეს მოწვევისთვის და მე მესმის, რომ პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ბევრი საქმე აქვთ,“ - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბარში ევროპარლამენტარმა.
მასალის გამოყენების პირობები






