საგარეო უწყება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას მიესალმება
პოლიტიკა - 11:13, 17 Dec, 2014     1168

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას და ადასტურებს მისიასთან და მის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და ამრიგად არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორი.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედევად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მანდატის შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42