ვიცე პრემიერ კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე დასწრების სურვილი "სახალხო პარტიის“ წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ გამოთქვა.
მისი თქმით, სააკაშვილი ვოლსკის ახლო მეგობარია.
"ვოლსკი და სააკაშვილის საშობაო არდადეგებს ალბათ ერთად გაატარებენ", - განაცხადა კალაძემ.
სტრასბურგში დღეს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება. დოკუმენტის კენჭისყრა ხვალ 18 დეკემბერს გაიმართება. ხვალ იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაც.
რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ ორი დეპუტატი დაესწრება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჩასვლას არ აპირებენ. სტრასბურგში საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან. იგი სტრასბურგში ევროპის სახალო პარტიამ მიიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






