ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ის მიზეზი განმარტა რის გამო საქართველოს ხელისუფლების წევრები სტრასბურგში ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას არ დაესწრებიან.
„ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეეხება, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და შესაბამისად, ბატონო დავით უსუფაშვილი იქნება მიწვეული. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ ბატონ დავითს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ამიტომ სხვა წარმომადგენლობით ჯგუფი იქნება საქართველოდან“, - განაცხადა კალაძემ.
სტრასბურგში დღეს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება. დოკუმენტის კენჭისყრა ხვალ 18 დეკემბერს გაიმართება. ხვალ იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაც.
რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ ორი დეპუტატი დაესწრება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჩასვლას არ აპირებენ. სტრასბურგში საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან. იგი სტრასბურგში ევროპის სახალო პარტიამ მიიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






