სტრასბურგში დღეს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება.
დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. ის მოუწოდებს მთავრობას არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღდეგ. დოკუემნტში ასევე დაგმობილია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება.
დოკუმენტის კენჭისყრა ხვალ 18 დეკემბერს გაიმართება. ხვალ იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაც.
რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ ორი დეპუტატი დაესწრება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჩასვლას არ აპირებენ. სტრასბურგში საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან. იგი სტრასბურგში ევროპის სახალო პარტიამ მიიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






