ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას აფეთქებებთან არანაირი კავშირი არ აქვს- კულტურის მინისტრი
პოლიტიკა - 00:34, 17 Dec, 2014     1995
მიხეილ გიორგაძის განცხადებით საყდრისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს სამართლებრივი და შინაარსობრივი, გიორგაძის თქმით სამართლებრივად გადაწყვეტილება ყველა წესის მიხედვით იქნა მიღებული, თუმცა შინაარსობრივად მინისტრი გადაწყვეტილებას იდეალურად არ თვლის.

„ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას აფეთქებებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემი ბრძანება ეხებოდა ძეგლის სტატუსის მოხსნას, რომელიც დაფუძნებული იყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რაც შეეხება იმას წსწორედ მიმაჩნია თუ არა ეს გადაწყვეტილება, სამართლებრივად ეს ყველა პროცედურის სრული დაცვით იქნა მიღებული, შინაარსობრივად მე ვფიქრობ რომ ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, თუმცა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და იმ დოკუმენტური მასალების გათვალისწინებით, რაც საბჭოს ხელთ ქონდა ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება. ასევე იმ სოციალურ -ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, რაც ბოლნისის რაიონშია.“- განაცხადა გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძემ კომენტარი საყდრისის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირსაც გამოეხმაურა, მისი განცხადებით საყდრისთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერთან არც პირდაპირი და არც შუამავლის საშუალებით კომუნიკაცია არ ქონია.

„მე ნამდვილად დისკომფორტს მიქმნის ის რომ ეს მსჯელობა გაცდა სამეცნიერო ფარგლებს და ჩვენ ვსაუბრობთ ემოციებით და რაციონალური მსჯელობა არ ხდება და არის მხოლოდ ურთიერთბრალდებები.“- აღნიშნა გიორგაძემ, მან ასევე დაამატა რომ პატრიარქის მხრიდან სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, ის ილია მეორეს შეხვდება და საყდრისთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის.

გიორგაძემ ასევე მზადყოფნა გამოთქვა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯარო დისკუსიებშიც მიიღოს მონაწილეობა და შეხვდეს ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42