„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს უკავშირებს.
„ ყაჩაღი, როცა სახლში შედის პირველ რიგში ეძებს ოქროს და მერე გადადის სხვა რამეზე, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა იმიტაც რომ ნებისმიერი ხელისუფალი ეუფლება ოქროს საბადოს და მერე სხვა სიმდიდრეებს, ასე მოხდა შევარდნაძე-მამალაძის დროს, შემდეგ სააკაშვილი-ნაყოფიას დროს, ახლა კი ეს სიმდიდრე ხელში აქვს ჩაგდებული ბიძინა ივანიშვილს.
ყაჩაღიანი შემთხვევით არ დაერქვა, გათვალეს ჩვენმა წინაპრებმა რომ საქართველოს ხელისუფალი იქნებოდა ყაჩაღი, გაუმაძღარი რომელიც არ დაკმაყოფილდებოდა სიმდიდრით და ამასაც ხურდად მიაყოლებდა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადაიფორმა თავის ბიზნესკომპანიად.“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






