"საკითხი საზოგადოების წინაშე არასწორად არის დაყენებული, თითქოს ერთ მხარეს არის კულტურული მემკვიდრეობა და მეორე მხარეს არიან ცოცხალი ადამიანები, საზოგადოება, რომლისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმოება, რომ ისინი გადარჩნენ და ის მიზერული ხელფასი ქონდეთ.
ჩვენ უბრალოდ ძეგლს არ ვიცავდით, თუ ამ მთას შევინარჩუნებდით და იქ მოეწყობოდა მუზეუმი, ამ მუზეუმს მოჰყვებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც დასაქმდებოდა გაცილებით მეტი ადამიანი, თან ჯანსაღი დასაქმებით და არა ჯანმრთელობის ხარჯზე,
ადგილობრივ მოსახლეობას ვიღაც აშინებს, რომ თუ არემჯი გოლდი გაგვიბრაზდება და გაიქცევა ისინი ულუკმაპუროდ დარჩებიან.
ბევრი ეკოლოგიური ორგანიზაცია ირწმუნება, რომ კაზრეთში უკვე არის ეკოლოგიური კატასტროფა, და ამ ბატონებს არ აქვტ გეგმა ეკოლოგიური ზონის კონსერვაციის შესახებ,
ეს ძეგლი რომ გადარჩენილიყო რეგიონი გახდებოდა ერთ-ერთი კულტურულ-ტურისტული ცენტრი , ჩაეწერებოდა ეს საზარელ მდგომარეობაში მყოფი კაზრეთი ტურისტული ობიექტების სიაში. და იმ მუშის შვილი რომელიც ახლა იქ საშინელ პირობებში მუშაობს, შეიძლებოდა ყოფილიყო მუზეუმის გიდი, ისტორიკოსი, არქეოლოგი.
მსოფლიო გვარწმუნებდა რომ მსოფლიოში პირველი ოქროს მაღარო თქვენ გაქვთო და ჩვენი სამინისტრო და ნიკოლოზ ანთიძე სხვადასხვა წერილებით ამბობდნენ, რომ ყველანი ვცრუობდით. "- განაცხადა კილასონიამ.
მასალის გამოყენების პირობები






